სტუდენტური ოლიმპიადა
მომავალი ეკონომისტი

01.06.2017

1 ივნისს, 16:10 სთ-დან სტუდენტური ოლიმპიადის ,,მომავალი ეკონომისტი" გამარჯვებულები სტუმრობდნენ რადიო კომერსანტის გადაცემას ,,პროფესიონალები", FM 95.5. მიმდინარეობდა Facebook live.  

სტუმრები: 
ნიკოლოზ ამბოკაძე - პირველი ადგილის მფლობელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ია ჭანკვეტაძე - მეორე ადგილის მფლობელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
თეონა კორძაძე - მესამე ადგილის მფლობელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 


30.04.2017

30 აპრილს ა/ო ,,ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი"-ს ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური ოლიმპიადა ,,მომავალი ეკონომისტი 2017"-ის დაჯილდოების ცერემონია. 
ღონისძიებაზე ოლიმპიადის ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა გამარჯვებულ სტუდენტებს გადასცეს ფულადი და არაფულადი პრიზები. ფინალურ ტურში მონაწილე სტუდენტები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით. 
დაჯილდოების ცერემონია გაიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში.

 

23.04.2017

23 აპრილს (2017) თსუ მაღლივ კორპუსში გაიმართა ფინალური ტური სტუდენტური ოლიმპიადა ეკონომიკაში ,,მომავალი ეკონომისტი 2017“.

ღონისძიებაში მონაწილე სტუდენტებიდან შერჩეულმა 26-მა საუკეთესო სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ფინალურ ტურში გამარჯვებულები ფულადი პრიზებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

დაჯილდოება გაიმართება 30.04.2017 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში!!!

 

11.04.2017

ძვირფასო მონაწილეებო ! ! !

ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგები ცნობილია! ქულების ნახვა შეგიძლიათ ვებ-გვერდზე www.olympiad.ge, ველში "შედეგების შემოწმება", უნიკალური კოდისა და დარეგისტრირებისას მითითებული პირადი ნომრის გამოყენებით.

ასევე საერთო რეიტინგული სია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ლინკზე:

http://olympiad.ge/olymp/85536-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90.pdf

გისურვებთ წარმატებებს ! ! !

 

06.04.2017

კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე ჩვენი ოლიმპიადის მე-2 ტურში გადასულებისთვის!

ოლიმპიადის მეორე ტურის ყველა მონაწილე გაივლის საჯარო ლექციების კურსს, რომელსაც გაუძღვებიან ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის მიერ მოწვეული ექსპერტები, სახელმწიფო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. სულ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ხუთი საჯარო ლექცია. ხუთივე ლექციაზე დასწრების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.

 

04.04.2017

ძვირფასო მონაწილეებო ! ! !

ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგები ცნობილია! ქულების ნახვა შეგიძლიათ ვებ-გვერდზე www.olympiad.ge "შედეგების შემოწმება" ველში, უნიკალური კოდის და დარეგისტრირებისას მითითებული პირადი ნომრის გამოყენებით.

გისურვებთ წარმატებებს ! ! !

 

02.04.2017

2017 წლის 2 აპრილს, გაიმართა ეკონომიკაში სტუდენტური ოლიმპიადის პირველი ტური, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბაკალავრიატის სტუდენტებმა თბილისის და რეგიონების უნივერსიტეტებიდან!

 

25.03.2017

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი გახდა ოლიმპიადის პარტნიორი უნივერსიტეტი. უნივერსიტეტმა გამოთქვა სურვილი ატიურად დაუჭიროს მხარი ცენტრს საინფორმაციო კამპანიის წარმოებაში, ასევე აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში.

 უნივერსიტეტმა გადაწყვიტა საჩუქარი გაუკეთოს ოლიმპიადის გამარჯვებულს და გადასცეს წიგნების მაღაზია ,,ბიბლუსის" 100 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი.

 

23.03.2017

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი აწესებს უნივერსიტეტის სახელობით პრიზებს ოლიმპიადაში გამარჯვებული სტუდენტებისთვის. პირველ 10 ადგილზე გასულ მონაწილეებს უნივერსიტეტი გადასცემს ``უნიფიტნესის`` 3 თვიან უფასო მომსახურების აბონიმენტს.

 

 

10.03.2017

კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე ოლიმპიადის მონაწილეებისთვის! Royal English Centre-ი მხარს უჭერს ოლიმპიადას და აწესებს პრიზებს გამარჯვებულთათვის! მე-6-დან მე-10 ადგილის ჩათვლით გასულ სტუდენტებს შეუძლიათ ცენტრში უფასოდ მოემზადონ IELTS-ის გამოცდისთვის ან აირჩიონ მათთვის სასურველი მოსამზადებელი კურსი. 
Royal English Centre-ი დაარსდა 2012 წლის 15 მარტს. ცენტრის მთავარ პრიორიტეტსა და მიმართულებას წარმოადგენს ინგლისური ენის სწავლება ყველა დაინტერესებული მსურველისთვის აკადემიურ დონეზე. გარდა ინგლისური ენის საფუძვლიანად სწავლებისა, ცენტრი ასევე ეხმარება საერთაშორისო გამოცდის ჩაბარების მსურველებს და გთავაზობთ სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდის მოსამზადებელ კურსებს.

 

06.03.2017

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მხარდაჭერას უცხადებს ოლიმპიადას. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია უზუნველყოფს სტუდენტების მაქსიმალურ ჩართულობას და მათთვის ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას.

 

 

06.03.2017

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მხარს უჭერს სტუდენტურ ოლიმპიადას ეკონომიკაში და გორში სტუდენტების ინფორმირებულობით უზრუნველყოფს აღნიშნულ ღონისძიებაში სტუდენტთა ჩართულობას.

 

 

04.03.2017

ქვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი (რუსთავი) მხარს უჭერს სტუდენტურ ოლიმპიადას. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სურვილს გამოთქვამს ითანამშრომლონ ოლიმპიადის ორგანიზატორებთან. ამასთან უზრუნველყოფენ რუსთავში სტუდენტების ინფორმირებულობას ოლიმპიადის შესახებ.

 

 

01.03.2017

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის წევრები შეხვდნენ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის პრორექტორს ბატონ გოჩა თუთბერიძეს. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მხარს უჭერს სტუდენტურ ოლიმპიადას და უზრუნველყობს ოლიმპიადის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას სტუდენტებში.

 

 

27.02.2017

სტუდენტთა ეკონომიკური ოლიმპიადის რეგიონული აქტივობა იზრდება. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მხარს უჭერს ოლიმპიადას და სურვილს გამოთქვამს ჩაერთოს მისი სტუდენტები სტუდენტურ ოლიმპიადაში ,,მომავალი ეკონომისტი". 

 

 

24.02.2017

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ჯანდაცვისა და ეკონომიკის სკოლის დეკანს ბატონ ვახტანგ სურგულაძეს. შეხვედრისას ორივე მხრიდან გამოითქვა თანამშრომლობის სურვილი. კავკასიის უნივერსიტეტი ხდება სტუდენტთა ოლიმპიადის პატნიორი უნივერსიტეტი.

 

 

23.02.2017

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი მხარს უჭერს სტუდენტთა ოლიმპიადას ეკონომიკაში და მზადყოფნას გამოთქვამს მატერიალულ-ტექნიკური დახმარება გაუწიოს ოლიმპიადის ორგანიზატორებს, გახდეს ოლიმპიადის პარტნიორი უნივერსიტეტი და დააწესოს უნივერსიტეტის სახელობითი პრიზები გამარჯვებულებისთვის.

 

 

22.02.2017

ოლიმპიადის ორგანიზატორები შეხვდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტის უფროსს ბატონ ალექსანდრე სიჭინავას. ფაკულტეტი აქტიურად ჩაერთო საინფორმაციო მხარდაჭერაში.

 

 

 

21.02.2017

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ სოხუმის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკან დავით ჯალაღონიას. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მხარს უჭერს სტუდენტთა ეკონომიკურ ოლიმპიადას და მზადყოფნას გამოთქვამს თანამშრომლობისთვის.

 

 

07.02.2017

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის წევრებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შორის. უნივერსიტეტი გამოთქვამს სურვილს ატიურად დაუჭიროს მხარი ცენტრს ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხების მოგვარებასა და საინფორმაციო კამპანიის წარმოებაში.

 

 

06.02.2017

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მხარს უჭერს სტუდენტურ ოლიმპიადას ეკონომიკაში! უნივერსიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს ხელი შეუწყოს მისი სტუდენტების ღონისძიებაში მაქსიმალურ ჩართულობას. ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს უნივერსიტეტთან და პერიოდულად ატარებს საჯარო ლექცია-სემინარებს მისი სტუდენტებისთვის.

 

 

03.02.2017

ოლიმპიადას მხარდაჭერას უცხადებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი! უნივერსიტეტის რექტორსა და ცენტრის წევრებს შორის გაიმართა სამუშაო შეხვედრა სადაც რექტორმა ბატონმა ილიას ჩილოღლუმ ოლიმპიადის ორგანიზატორებს დახმარება აღუთქვა ღონისძიების საინფორმაციო მხარდაჭერაში. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის გაფორმებულია თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს ჩვენი ცენტრის პროექტებს.

 

03.02.2017

ოლიმპიადის ჩატარების ადგილი ცნობილია! ტესტირების პროცესი ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაცია მზადყოფნას გამოთქვამს უმასპინძლოს ღონისძიებას და საკუთარი წვლილი შეიტანოს ოლიმპიადის საინფორმაციო მხარდაჭერასა და ორგანიზებაში. შენობაში არსებული აუდიტორიები მზადაა სტუდენტთა დიდი რაოდენობის მისაღებად.

 

23.01.2017

Logo 1ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი იწყებს მასშტაბურ სტუდენტურ პროექტს EPEC Speaker, რომელიც საშუალებას მისცემს სტუდენტებს საჯაროდ, ფართო აუდიტორიის წინაშე გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ეკონომიკური საკითხების შესახებ. მათ მიეცემათ საშუალება რამდენიმეწუთიან ვიდეო მიმართვაში გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები, ხედვები, სურვილები და მიზნები. ვიდეო რგოლი განთავსდება ამ ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება საჯაროდ.

 

 

22.01.2017

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს რადიო კომერსანტთან. ცენტრის პრეზიდენტი გახლავთ რადიო კომერსანტის პროექტ პროფესიონალების წამყვანი, ხოლო ცენტრის სხვა წევრები ატიურად მონაწილეობენ მის რადიო გადაცემებში. რადიო კომერსანტი გამოთქვამს სურვილს მხარი დაუჭიროს ოლიმპიადას და მის გამარჯვებულები მიიწვიოს ეთერში აქტუალურ ეკონომიკურ საკითხებზე სასაუბროდ.

 

 

18.01.2017

ტელეკომპანია იბერია გამოთქვამს ინტერესს ითანამშრომლოს ოლიმპიადის ორგანიზატორებთან და საკუთარი წვლილი შეიტანოს ოლიმპიადის წარმატებით ჩატარებაში. ტელეკომპანია ოლიმპიადის გამარჯვებულებს სთავაზობს სატელევიზიო ეთერს გადაცემაში ბიზნესკოდი, სადაც სტუდენტები მოწვეული სტუმრების რანგში ისაუბრებენ საინტერესო ეკონომიკურ საკითებზე.

 

 

15.01.2017

არასამთავრობო ორგანიზაცია ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი საქართველოს მასშტაბით ატარებს სტუდენტურ ოლიმპიადას ეკონომიკაში. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს, მათ შორის, უცხოელებსაც. ოლიმპიადა ჩატარდება სამ ტურად. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი და არაფულადი პრიზები.




შედეგების შემოწმება

უნიკალური კოდი
პირადი #


უნიკალური კოდის მოთხოვნა
შეიყვანეთ თქვენი პირადი ნომერი:


ჩვენს შესახებ
- ჩვენი გუნდი
- მისია, მიზნები
- საქმიანობა
- ფოტო გალერეა
პარტნიორები

მხარდამჭერები



             

   საინფორმაციო მხარდაჭერა

   

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, მელიქიშვილის ქ. 1/6 

551558558/591214471
598369348
info@olympiad.ge



CDS © 2017