ოლიმპიადაზე დარეგისტრირების ბოლო ვადა: 30 მარტი, 2017
ოლიმპიადის პირველი ტური: 2 აპრილი, 2017 (პირველ ტურში მონაწილეობა უფასოა)
ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობის საფასურის გადახდის ბოლო ვადა: 7 აპრილი, 2017 (მონაწილეობის ერთჯერადი გადასახდელი 20 ლარი)
ოლიმპიადის მეორე ტური: 8 აპრილი, 2017
ოლიმპიადის ფინალური ტური: 23 აპრილი, 2017 (ფინალურ ტურში მონაწილეობა უფასოა)
გამარჯვებულთა დაჯილდოება: 30 აპრილი, 2017
ოლიმპიადის პირველი, მეორე და ფინალური ტურები ჩატარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ (X) კორპუსში, მის: უნივერსიტეტის ქ. 2
ფინალურ ეტაპზე გასული და გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში. მის: თბილისი, გუდიაშვილის ქ. 7
დამატებითი ინფორმაციისათვის ყოველი ტურის წინ, ერთი კვირით ადრე შეგიძლიათ იხილოთ ოლიმპიადის ტურის პროგრამა PDF ფორმატში.