სტუდენტური ოლიმპიადა
მომავალი ეკონომისტი

რა? როგორ? ვისთვის?

სტუდენტური ოლიმპიადა ეკონომიკაში ფართოდაა აპრობირებული მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. ოლიმპიადა სტუდენტებს საშუალებას აძლევს გამოცადონ საკუთარი თავი, მათ მიერ მიღებული ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი უნარები კონკურენტულ გარემოში. ოლიმპიადა იმართება საქართველოს მასშტაბით და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქვეყნის ყველა უნივერსიტეტს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საქართველოში მსგავსი მასშტაბის კონკურსი სტუდენტების მონაწილეობით არ ჩატარებულა. ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრმა გადაწყვიტა ორგანიზება გაუწიოს ოლიმპიადის ჩატარებას, სტუდენტებს მისცეს საშუალება გამოსცადონ საკუთარი თავი და მიღონ წამახალისებელი ჯილდოები.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატის პირველმეორემესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს. ოლიმპიადაზე ასევე იმუშავებს ინგლისურენოვანი სექტორი. შესაბამისად, მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამებზე სწავლობენ. ოლიმპიადაზე უცხოელების მონაწილეობა მნიშვნელოვნად გაზრდის კონკურენციას.

ოლიმპიადის მიზანია ხელი შეუწყოს ეკონომიკის, როგორც საგნის პოპულარიზაციას სტუდენტებს შორის, გამოავლინოს საუკეთესო ახალგაზრდა, მომავალი ეკონომისტები და შექმნას სტუდენტებს შორის კონკურენციის ღია პლატფორმა. ოლიმპიადა საინტერესოა არა მხოლოდ სტუდენტების, არამედ უნივერსიტეტების ადმინისტრაციისთვისაც, რადგან მათ საშუალება მიეცემათ ოლიმპიადაზე მათი სტუდენტების მიერ ნაჩვენები შედეგებით განსაზღვრონ ამ სტუდენტების ცოდნის დონე და სამომავლო აქტივობები უნივერსიტეტში. 

ოლიმპიადაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სირთულის ეკონომიკური შინაარსის ტესტები და მიენიჭება შესაბამისი ქულები. ტესტები მოიცავს თეორიულ საკითხებს და ამოსახსნელ ამოცანებს, რომლებიც ეფუძნება იმ მასალას, რასაც სტუდენტები შეისწავლიან ეკონომიკის კურსზე. მათ მიერ სასწავლო პროგრამის სრულყოფილად ათვისების შემთხვევაში ოლიმპიადაზე მათი წარმატების შანსი იზრდება. 

ოლიმპიადის ტესტები მოიცავს საკითხებს შემდეგი დისციპლინებიდან: მიკროეკონომიკა, მაკროეკონომიკა, ეკონომიკური პოლიტიკა, საერთაშორისო ეკონომიკა, ეკონომიკური თეორია, ფინანსური ეკონომიკარომის ეკონომიკა, ეკონომიკური სტატისტიკა.

ოლიმპიადას ექნება რეგულარული სახე, გაიმართება ყოველწლიურად და სტუდენტებს სულ უფრო საინტერესო საკონკურსო პროცესსა და პრიზებს შესთავაზებს.

 




შედეგების შემოწმება

უნიკალური კოდი
პირადი #


უნიკალური კოდის მოთხოვნა
შეიყვანეთ თქვენი პირადი ნომერი:


ჩვენს შესახებ
- ჩვენი გუნდი
- მისია, მიზნები
- საქმიანობა
- ფოტო გალერეა
პარტნიორები

მხარდამჭერები



             

   საინფორმაციო მხარდაჭერა

   

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, მელიქიშვილის ქ. 1/6 

551558558/591214471
598369348
info@olympiad.ge



CDS © 2017