ცენტრის მისიაა მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და ეკონომიკურ თავისუფლებაზე დამყარებული კონკურენტუნარიანი საბაზრო ეკონომიკის განვითარების მხარდაჭერა, ასევე, ეკონომიკის სისტემატიზაციისა და მდგრადი განვითარების სტრატეგიის შემუშავების ხელშეწყობა.
ორგანიზაციის მიზანია ეკონომიკური განათლების გავრცელება. მიზნიდან გამომდინარე ორგანიზაციის წინაშე დგას შემდეგი ამოცანები:
- ეკონომიკის სისტემატიზაციისა და მდგრადი განვითარების სტრატეგიის შემუშავების ხელშეწყობა;
- ეკონომიკური პოლიტიკის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის განვითარება;
- სამოქალაქო საზოგადოებაში მეწარმეთა და მომხმარებელთა უფლებების განმტკიცება;
- სტუდენტების, მოსწავლეებისა და სხვა დაინტერესებული ადამიანებისათვის თანამედროვე ეკონომიკური ცოდნის მიწოდება;
- ახალგაზრდული აქტივობების მხარდაჭერა და ორგანიზება;
- ვაჭრობისა და კონკურენციის განვითარების პოლიტიკის ხელშეწყობა;
- კერძო საკუთრების უფლების უზენაესობის დამკვიდრება;
- რეგიონული და მუნიციპალური ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერა-ხელშეწყობა.