სტუდენტური ოლიმპიადა
მომავალი ეკონომისტი

ირაკლი მაკალათია

ირაკლი მაკალათია - ეკონომიკის დოქტორი, 2015 წლის სექტემბრიდან ა/ო ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი’’-ს პრეზიდენტი. 2012 წლიდან მოწვეული ლექტორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამავდროულად გახლავთ რადიო კომერსანტის პროექტ ,,პროფესიონალები’’-ს რადიო წამყვანი.

2014 წლიდან აქტიურად მონაწილეობს „Friedrich Naumann Foundation“-ის პროექტებში. ამავე წელს იყო ცენტრის მიერ ჩატარებული პროექტ საქართველოში საარსებო მინიმუმის კვლევის მეთოდოლოგიური ხარვეზები, მინიმალური სასურსათო კალათის შემადგენლობის ოპტიმიზაცია და საარსებო მინიმუმის გაანგარიშება“-ს მკვლევარი. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროა  მოსახლეობის ცხოვრების დონის სტატისტიკური კვლევისსაკითხები. არის ოცზე მეტი სამეცნიერო კვლევისა და პუბლიკაციის ავტორი.

 

ვეფხია გიორგაძე

ვეფხია გიორგაძე - 2009 წლიდან ა/ო ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის" ვიცე-პრეზიდენტი. ხელმძღვანელობს საინფორმაციო-ანალიტიკურ და საკანონმდებლო ბაზის ანალიზის პროგრამებს. 2014 წლიდან მოყოლებული აქტიურად მონაწილეობს Friedrich Naumann Foundation“-ის პროექტებში. მის მიერ ორგანიზებულია პროფესიული და აკადემიური ტრენინგების მრავალი კურსი სტუდენტების, მოსწავლეების, პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთათვის. 

იმავდროულად, გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროა სახელმწიფო ქონების განკერძოების ეკონომიკური საფუძვლები, საფონდო ბაზრისა და თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების განვითარება საქართველოში.

 

მათე გარდავა

მათე გარდავა ა/ო „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი"-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია. 2009-2010 წლებში მუშაობდა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე. იგი არის ცენტრის მიერ განხორციელებული სალექციო კურსების, ტრენინგების, კვლევების და პროექტების კოორდინატორი. მონაწილეობს იმ პოლიტიკის, პრინციპების, მიზნებისა და მიმართულებების განსაზღვრაში, რის საფუძველზეც ხორციელდება ცენტრის საქმიანობა.

მათე გარდავა გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. 2011-2012 წლებში კითხულობდა ლექციებს „საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებსა" და „ფინანსური პროგრამირება და პოლიტიკა"-ში. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროებია სახელმწიფო ქონების განკერძოების ეკონომიკური საფუძვლები და თავისუფალი ინდუსტრიული ზონები.

 

 

თენგიზ თაქთაქიშვილი

ეკონომიკის დოქტორი თენგიზ თაქთაქიშვილი 2016 წლიდან ხელმძღვანელობს ა/ო „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებას. 2016 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „აგროსასურსათო სექტორის სუბსიდირების მიკროეკონომიკური ეფექტები საქართველოში (მევენახეობის მაგალითზე)“.

2013-2015 წლებში გახლდათ მიწვეული მკვლევარი ბრემენის, ვილნიუსის და ბოლონიის უნივერსიტეტებში. 2013 წლიდან მონაწილეობს სტუდენტური კონფერენციების, ტრენინგების, ლექცია-სემინარების ორგანიზებასა და მართვაში. აქტიურად ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. ინგლისურიდან ქართულ ენაზე ნათარგმნი აქვს ეკონომიკისა და ბიზნესის მოწინავე სახელმძღვანელოები.




შედეგების შემოწმება

უნიკალური კოდი
პირადი #


უნიკალური კოდის მოთხოვნა
შეიყვანეთ თქვენი პირადი ნომერი:


ჩვენს შესახებ
- ჩვენი გუნდი
- მისია, მიზნები
- საქმიანობა
- ფოტო გალერეა
პარტნიორები

მხარდამჭერები



             

   საინფორმაციო მხარდაჭერა

   

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, მელიქიშვილის ქ. 1/6 

551558558/591214471
598369348
info@olympiad.ge



CDS © 2017