სტუდენტური ოლიმპიადა
მომავალი ეკონომისტი

სტუდენტური ოლიმპიადა ეკონომიკაში

,,მომავალი ეკონომისტი“

წესები

ოლიმპიადის ყოველი მონაწილე თსუ-ს მაღლივ კორპუსში უნდა გამოცხადდეს ოლიმპიადის სამუშაო განრიგის შესაბამისად. ტესტების დარიგების შემდეგ სტუდენტთა შემოსვლა უნივერსიტეტში შეწყდება. მუშაობის ხანგრძლივობაა 2 საათი (120 წუთი);

ოლიმპიადის ობიექტურად ჩატარების მიზნით სტუდენტს ეკრძალება მობილური ტელეფონის და სხვა ინფორმაციის მიმღები ან გადამცემი რაიმე მოწყობილობის ჩართულ მდგომარეობაში ქონა. მონაწილემ ტელეფონი უნდა დაიდოს წინ, სამუშაო მაგიდაზე, გამოსაჩენ ადგილას. დაუშვებელია რაიმე ჩანაწერის ან ფურცლის შემოტანა, სამუშაო ფურცლების დაზიანება, სხვა მონაწილეებთან რაიმე სახის კონტაქტი ან სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება.

ამ მოთხოვნების დამრღვევი მონაწილე მოიხსნება ოლიმპიადიდან.

აუცილებელია, სტუდენტმა თან იქონიოს გამომთვლელი მანქანა (კალკულატორი).

დასაშვებია წყლის შემოტანა გამჭვირვალე ბოთლით.

მუშაობის დაწყებამდე სტუდენტმა უნდა შეავსოს ტესტის როგორც თავფურცელი, ასევე პასუხების ფურცელი და ხელი მოაწეროს მინიშნებულ ადგილზე.

ტესტზე მუშაობის დასრულების შემდეგ სტუდენტმა მხოლოდ პასუხების ფურცელი უნდა ჩააბაროს კომისიის წევრს. წინააღმდეგ შეთხვევაში სტუდენტის ქულები გაბათილდება და პრეტენზიები არ განიხილება.

აუცილებელია, სტუდენტმა პირადი მონაცემების შევსებისას მიუთითოს: სახელი, გვარი,  უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, კურსი, უნიკალური კოდი და პირადი ნომერი.

ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ოლიმპიადა წარიმართოს მშვიდ, საქმიან გარემოში, ყოველ სტუდენტს მიეცეს თავისი ცოდნისა და ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა.

გისურვებთ წარმატებას!

ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი

 




შედეგების შემოწმება

უნიკალური კოდი
პირადი #


უნიკალური კოდის მოთხოვნა
შეიყვანეთ თქვენი პირადი ნომერი:


ჩვენს შესახებ
- ჩვენი გუნდი
- მისია, მიზნები
- საქმიანობა
- ფოტო გალერეა
პარტნიორები

მხარდამჭერები



             

   საინფორმაციო მხარდაჭერა

   

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, მელიქიშვილის ქ. 1/6 

551558558/591214471
598369348
info@olympiad.ge



CDS © 2017