სტუდენტური ოლიმპიადა
მომავალი ეკონომისტი

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ძირითადი აქტივობები 2014-2016 წლებში დაკავშირებულია „Friedrich Naumann Foundation“-ის  პროექტებთან.

პროექტის ფარგლებში 2014-2016 წლებში ცენტრის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ლექცია-სემინარები თბილისის, თელავის, გორის, ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმის, მარნეულისა და ახალციხის 28 უნივერსიტეტში (უნივერსიტეტების სია იხ. დანართის სახით).

„ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი“-ის მიერ დამუშავებული ანალიტიკური ინფორმაცია, ექსპერტული დასკვნები და ანალიზი,  პროექტების  შედეგად  მიღებული კვლევითი შედეგები პერმანენტულად შუქდება ტელევიზიის, რადიო-ინტერნეტ  ტელევიზიების და საგაზეთო სტატიების/ პუბლიკაციების  მეშვეობით  (იმედი, იბერია, ახალი საქართველო, რუსთავი 2, მაესტრო, გურჯაანის ტელევიზია, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რეგიონალური სატელევიზიო არხები, II არხი, რადიო-ტელევიზია ობიექტივი, რადიო კომერსანტი, პირველი რადიო და ა.შ.).

 

2016 წელი

 

2016 წელს „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრმა“ „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის“ (Friedrich Naumann Foundation For Freedom) მხარდაჭერით, პროექტ „Freedom and Economic Freedom“-ის ფარგლებში ჩაატარა ლექცია-სემინარები: საქართველოს „თავისუფალი დემოკრატების ახალგაზრდულ ფრთასთან“, ქალაქ ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში, ხოლო „რესპუბლიკური პარტიის“ ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ქალაქ თელავში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

2016 წ. „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრ“-მა, ჟურნალ ახალი ეკონომისტის ხელმძღვანელის ბ-ნ ლოიდ ქარჩავას მხარდარდაჭერით „საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიაში“ გამართა კონფერენცია თემაზე: სახელმწიფო ქონების განკერძოების ეკონომიკური ეფექტები. შეხვედრაზე ნაჩვენები იქნა სახელმწიფო ქონების განკერძოების საპილოტო პროგრამა.

2016 წ. ,,ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრსა’’ და ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ,,ნინო”-ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში ყოველ თვიურად ტარდება ლექცია-სემინარები ბავშვებისთვის ადაპტირებულ თანამედროვე ეკონომიკურ თემებზე.

2016 წ. ,,ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი’’ მემორანდუმის ფარგლებში რეგულარულად ატარებდა თავისუფალ ლექცია-სემინარს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.

2016 წ. ,,ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი’’-ს წარმომადგენლებმა უკრაინული ტელევიზიისთვის ჩაწერა სატელევიზიო გადაცემა თუ როგორ განვითარდეს საბრჭოთა კავშირის ქვეყნები.

2016 წ. ,,ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრმა” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საღვთო დარბაზში მოაწყო შეხვედრა და დამსწრე საზოგადოებას გააცნო ახალი ინოვაციური ხედვა ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების, მათ შორის ბუნებრივი რესურსების, კერძო საკუთრებაში უფასო გადასვლასთან“ დაკავშირებით, შეხვედრას ესწრებოდნენ ექსპერტები, სხვადასხვა უწყებების წარმომადგნლები და გარემოს დაცვის მინისტრი ბ-ნ გიგლა აგულაშვილი და მისი მოადგილეები.

2016 წ. ,,ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი”-ს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივმოქმედ სამეცნიერო სემინარზე თემა: ,,საარსებო მინიმუმის სოციალური მნიშვნელობა და მისი გაანგარიშების მეთოდოლოგიის სრულყოფა საქართველოში”.

 

2015 წელი

 

2015 წ.  ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი ”ეპეც” და სარაჯიშვილების კლუბის კონფერენცია თსუ-ში დავით სარაჯიშვილის გარდაცვალების 100 წლისთავთან დაკავშირებით.

2015 წ. ანალიზი: 

- საქართველო-უკრაინის ეკონომიკური ურთიერთობები და უკრაინის კრიზისის შედეგები საქართველოსთვის http://regional-dialogue.com/economic-relations/

-  შეცვლილი ბიუჯეტი http://www.radiotavisupleba.ge/a/shetsvlili-biujeti/27135480.html

- უნდა იღებდეს თუ არა სახელმწიფო საგარეო ვალს https://bpn.ge/finansebi/13663-unda-ighebdes-thu-ara-sakhelmtsifo-sagareo-vals.html?lang=ka-GE

- ბიუჯეტის კორექტირება გარდაუვალი იყო

- საბერძნეთში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს ფულს აღარ უხდიან http://www.radiotavisupleba.ge/a/emigrantebis-problemebi-saberdznetshi/27104484.html

- საქართველოში ნავთობპროდუქტების ბაზარი ოლიგოპოლიურია http://epn.ge/?id=5641

2015 წ.  ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის და “Friedrich Naumann Foundation”-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 2015 წლის 16 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა სტუდენტთა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება - კერძო საკუთრება, როგორც თავისუფლების გარანტი“. https://www.docdroid.net/12lfy/-2015-16-.pdf.html

2015 წ. 2015 წლის 27 მაისს ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან გააფორმა. მემორანდუმს ხელი ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის მხრიდან მოაწერა პრეზიდენტმა, რამაზ გერლიანმა, ხოლო უნივერსიტეტის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა რექტორმა პროფესორმა ილიას ჩილოღლუმ. https://www.facebook.com/epec.ge/photos/pcb.908779889189276/908779599189305/?type=3

2015 წ. „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრ“ - მა პროექტის ფარგლებში ჩაატარა შემაჯამებელი სტუდენტთა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. კონფერენციის ჟიურიმ შეფასებათა სისტემის საფუძველზე გამოარჩია 4 სტუდენტი, რომელთაც საშუალება მიეცათ წაეკითხათ სხვადასვა უნივერსიტეტში  ლექცია და მიიღოთ შესაბამისი ანაზღაურება. კონფერენციის მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცათ სიგელი და დაჯილდოვდა ფასიანი პრიზებით. https://www.facebook.com/epec.ge/photos/pcb.902132639854001/902131336520798/?type=3

2015 წელს „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრმა“ „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის“ (Friedrich Naumann Foundation For Freedom) მხარდაჭერით, პროექტ „Freedom and Economic Freedom - Private Property as a Guarantee of Freedom“-ის ფარგლებში ჩაატარა ლექცია-სემინარები თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდის, ახალციხისა და მარნეულის უნივერსიტეტებში.

ამავე წელს „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრმა“ „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის“ (Friedrich Naumann Foundation For Freedom) მხარდაჭერით, პროექტ „Freedom and Economic Freedom“-ის ფარგლებში ქ. თბილისში ჩაატარა ლექცია-სემინარები: „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან.

 

2014 წელი

 

2014 წ. ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის და “Friedrich Naumann Foundation”-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 2014 წლის 19 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა სტუდენტთა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება - კერძო საკუთრება, როგორც თავისუფლების გარანტი“. https://www.docdroid.net/12lf9/-2014-19-.pdf.html

2014 წელს „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრმა“ „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის“ (Friedrich Naumann Foundation For Freedom) მხარდაჭერით, პროექტ „Freedom and Economic Freedom - Private Property as a Guarantee of Freedom“-ის ფარგლებში ჩაატარა ლექცია-სემინარები თბილისის, თელავის, ქუთაისისა და ბათუმის უნივერსიტეტებში.

2014 წელს „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრმა“ ჩაატარა კვლევა საქართველოში ,,საარსებო მინიმუმის კვლევის მეთოდოლოგიური ხარვეზები, მინიმალური სასურსათო კალათის შემადგენლობის ოპტიმიზაცია და საარსებო მინიმუმის გაანგარიშება“. კვლევა მომზადდა ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის  მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საქართველოში საჯარო  პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო  საზოგადოების განვითარება“ (G-PAC) ფარგლებში.  

 

 

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი2009-2013 წლებში ძირითადად აქტიურობდა სამეცნიერო, ანალიტიკური  და საინფორმაციო მიმართულებებით, ამ პერიოდში ნაკლებად იყო სამოქალაქო  სფეროში აქტიურობით დაკავებული (მიუხევად ამისა, ორგანიზაცია იყო  არასამთავრობო ორგანიზაციათა არაფორმალური  კოალიციების წევრი:

2010-2012 წწ. „კოალიცია დევნილ სამოქალაქო საზოგადოებისთვის“, სადაც შეიმუშავა  დევნილთა სოციალური თვითკმარობის წინანადებები, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტატეგიის განხორციელების ეფექტიანობის გასაზრდელად;

2011-2012 წწ. არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის” სადაც შეიმუშავა  სასოფლო სამეურნეო მიწების კერძო საკუთრებად ფორმირების გზები)  

ცენტრმა მოხალისეობრივ საწყისებზე განახორციელა კვლევითი პროექტები და ექსპერტული ანალიზები:

2009-2010 წ. ვთანამშრომლობდით საქართველოს პარლამენტში არსებულ „ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი“-თან (BEС), რომელიც გახლდათ პარლამენტის  თავჯდომარის პატრონაჟის ქვეშ.

ანალიზები განხორციელდა ბეც-ის მიერ მოწოდებული საკანომდებლო მონიტორების შესაბამისად, „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი”-ს ანალიზი და რეკომედაციები პარლამენტში მიეწოდებოდა შესაბამის კომიტეტებს.

„ეკონომიკური პოლიტიკის  ექსპერტთა ცენტრი”-ს მიერ ეკონომიკური ანალიზი ჩაუტარდა და რეკომენდაციები/წინადადებები გაიცა სხვადასხვა საკანონმდებლო  პაკეტებზე.

 

2012 წელი

 

2012 წ. იანვარი-მარტი, „სოფლის მეურნეობის განვითარების სტარატეგია და სასოფლო-სამეურნეო მიწების ოპტიმიზაცია“;

2012 წ.  „შრომის კოდექსი და  მისი გავლენა უმუშევრობასა  და დასაქმებაზე“;

2012 წ. „ინვესტიციები და საინვიესტიციო პოტენციალის გაზლიერების პოლიტიკა“;

„ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი”-ის მიერ დამუშავებული  ანალიტიკური ინფორმაცია,  ექსპერტული დასკვნები და ანალიზი,  პროეტების  შედეგად  მიღებული კვლევითი შედეგები პერმანენტულად შუქდება ტელევიზიის, რადიო-ინტერნეტ ტელევიზიების და საგაზეთო  სტატიების/პუბლიკაციების  მეშვეობით (II არხი, რადიო-ტელევიზია ობიექტივი, რადიო კომერსანტი, პირველრადიო....).

 

2011 წელი

 

2011 წ. აპრილი - პროექტი „აღდგომა აფხაზეთში”, პარტნიორები „დევნილი სამოქალაქო საზოგადოების კოალიცია”-ში შემავალი ორგანიზაციები და ბიზნეს სექტორი;

2011 აპრილი-ოქტომბერი - „BDD-ის ანალიზი, მისი საჯაროობა, სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება განსწავლა”. „ეკონომიკური  პოლიტიკის  ექსპერტთა ცენტრი”-მა პროექტის ფარგლებში, თსუ-ს უწყვეტი განათლების ცენტრთან  ერთად /LLL/ განახორციელა  სასერთიფიკატო კურსი „ფინანსური  პროგრამირება და პოლიტიკა“;

2011 წლის 27 სექტემბერს, პროექტის ფარგლებში მოეწყო პრესკონფერენციები და კონფერენციები თსუ-ში;

2011 წ.  მაისი-ივლისი „ტურიზმისა და მისი კანონმდებლობის ანალიზი".

 

                      2010 ‎წელი                        

 

ანალიზი IV - საქართველოს მთავრობა, ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2011-2014 წლებისათვის  (პირველადივარიანტი) თბილისი 2010  

საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები (2011-2014) - „ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე“.        ‎  

ანალიზი V. „2011 წლის ბიუჯეტის პროექტი“  ანალიზი. „2011 წლის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზი“, „სახელმწიფო საგარეო ვალი და  მისი გავლენა ხაზინის ფორმირებაზე“.

„ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი”-ს  პროექტები:    

2010 წ. იანვარი - 2012წ. მაისი „ეკონომიკური პოლიტიკის განვითარებისა და ეკონომიკის სისტემატიზაციის ხელშეწყობის მიზნით განვახორციელეთ პროექტი საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის მხარდაჭერა ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზის საკითხებში”;

2010 წ. თებერვალი-აპრილი - პროექტი „საქართველოს საფონდო ბაზრის განვითარებისა და მისი ოპტიმალური ფუნქციონირების ხელშეწყობა” აღნიშნული   პროექტის  ფარგლებში  2010 წ. 9 მარტის კულტურის საერთაშორისო ცენტრ მუზა’"-ში მოეწყო დისკუსია-სემინარი,  სამოქალაქო,  სამთავრობო და  სამეცნიერო  სექტორების წარმომადგენელებთან „საქართველოში საფონდო ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების  განსაზღვრა და მისი  განვითარების  ხელშემწყობი სტრატეგიის შემუშავება’", დისკუსია დაფინსდა ბიზნესის წარმომადგენლების მიერ;                

2010 ‎წ. მაისი-ივლისი - „რეგიონალური განვითარების ხელშემწყობი ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში”;

2010 წ. სექტემბერი - „სადაზღვეო სექტორის ოპტიმალური განვითარებისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა საქართველოში”;            

2010 წ. ოქტომბერი - „საბანკო სექტორისა და საკრედიტო ბაზრის, ოპტიმალური განვითარებისა და ფუნქციონირების გზები(კრიზსის შემდგომ პერიოდში)”;

2010 წ. დეკემბერი - „თავისუფალი ინდუსტრიული ზონები საქართველოში და მათი ოპტიმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მოლოდინები და მსოფლიო  რეალობა”;

2010-2011 წწ. - „რეალური საარსებო მინიმუმი და სოციალური გარანტიები, მათი თანაფარდობა (მინიმალური ხელფასი,დაუბეგრავი მინიმუმი, პენსია)“; 

2010-2012 წწ. პროექტი - „ბიზნესის  საფუძვლები საქართველოში  და მისი თვალსაჩინო წარმომადგენლები“ - ფარგლებში  ჩატარდა კვლევები   ბიზნესის  წარმომადგენელთა,  ბიზნეს  და სოციალურ სფეროში მოღვაწეობის შესახებ: დ.სარაჯიშვილი, ა.ხოშტარია, მ. ლაღიძე, ძმები ზუბალაშვილები. განხორციელდა კვლევა,  2010 ‎წლის ‎28 ‎ოქტომბერს, 2011 წლის 20 ივნისს;

2010 წ. „საახალწლო სურპრიზი ბავშვებს აფხაზეთში”, პარტნიორები არასამთავრობო ორგანიზაციები“ დევნილთა ასოციაცია მშვიდობისათვის”  და  „ვორლდ-ვიჟენი’’.

 

2009 წელი

 

ანალიზი: „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი”-ის მიერ ექსპერტული ანალიზი და დასკვნები გაცემული იქნა საკანომდებლო მონიტორში არსებულ  შემდეგ საკანომდებლო ცვლილებებზე:

1. „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ პროექტის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება 10%-ით. ამასთან, საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლდება ფიზიკური პირი,  რომლის შემოსავალი თვეში საარსებო მინიმუმის ტოლი ან მასზე ნაკლებია.

  1. 2. „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, საარსებო მინიმუმის ღირებულებას გაინგარიშებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საგადასახადო ორგანოს უფლება  ექნება  ცალკეული  გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია გადასცეს სტატისტიკის  ეროვნულ სამსახურს. აგრეთვე წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვა   განხორციელდება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებული ფორმებითა და პროცედურებით.

3. „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ” პროექტების თანახმად, 2 თვეზე მეტი ვადით ან/და განუსაზღვრელი  ვადით შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობით. იზრდება ორსულობის, მშობიარობის  და ბავშვის  მოვლის გამო ანაზღაურებადი  შვებულების ხანგძლივობა. ასევე, დამსაქმებლის ინიციატივით  შრომითი ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში  დასაქმებულს  წერილობით განემარტებამიზეზი და მიეცემა არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურება.

4. „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ,” „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო პაკეტი არეგულირებს საერთაშორისო საწარმოს საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის თავისუფალინდუსტრიულ ზონაში საქმიანობასთან, სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე საბანკო დაწესებულებების მიერფიზიკური პირების ანგარიშების გახსნის/დახურვის თაობაზე საგადასახადო ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდებისვალდებულებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

საკანონმდებლო მონიტორი #4

საქართველოს პარლამენტში ინიცირებული და განსახილველი კანონპროექტები (26.11.09 მდგომარეობით) საკანონმდებლო პაკეტები:

-  კანონპროექტი #1 :  „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.       

- კანონპროექტი #2: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.

- კანონპროექტი #4: „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ  საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე";

- კანონპროექტი #5 „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა დ ადამატებების შეტანის თაობაზე";         

- კანონპროექტი #6: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“;

- საკანონმდებლო პაკეტი #7: „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“.

საკანონმდებლო მონიტორი #5

საქართველოს პარლამენტში ინიცირებული და განსახილველი კანონპროექტები (2009 წლის დეკემბრის მდგომარეობით)  ეკონომიკური ანალიზი და რეკომენდაციები:

 -  „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე";

- „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივითვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა დასარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ  საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე";

- „სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ~“საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.

საპალამენტო უმცირესობასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ცენტრმა განახორციელა საკანომდებლო ინციატივები და სამთავრობო ანგარიშების, პროგრემების  ეკონომიკური ანალიზი.

ანალიზი I: საქართველოს მთავრობის 2009 წლის პირველი ნახევრის ანგარიშის (ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილის)  ანალიზი.

  1. 1. იაფი კრედიტი”;         

2.  თავისუფალი ინდუსტრიული ზონები საქართველოში;

3. პრივატიზაცია და ქონების მართვა;

4. სახელმწიფო  ქონების მართვა.

„2010 წლის ბიუჯეტის პროექტი“.

ანალიზი III: „ლიბერალიზმი საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებაში”

2009 წ. „სახელმწიფო შიდა ვალი და მისი დაბრუნების გზები“;  

2009-2010 წწ. - „მინიმალური სასურსათო კალათის რეკომენდირებული შემადგენლობის და მისი სტრუქტრა“;

2009 წლის ნოემბერ-დეკემბერი „სამშენებლო ბაზრის (სექტორის) ოპტიმალური განვითარებისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა საქართველოში”.

დანართი 1. უნივერსიტეტების სია
შედეგების შემოწმება

უნიკალური კოდი
პირადი #


უნიკალური კოდის მოთხოვნა
შეიყვანეთ თქვენი პირადი ნომერი:


ჩვენს შესახებ
- ჩვენი გუნდი
- მისია, მიზნები
- საქმიანობა
- ფოტო გალერეა
პარტნიორები

მხარდამჭერები



             

   საინფორმაციო მხარდაჭერა

   

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, მელიქიშვილის ქ. 1/6 

551558558/591214471
598369348
info@olympiad.ge



CDS © 2017